კულტურა
29.05.2020 17:51
გორის თეატრის ონლაინსივრცეში მაყურებელს „კაცია ადამიანის?!“ სასცენო ვერსია ელოდება
შაბათს, 30 მაისს, თეატრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაიდება სპექტაკლი „კაცია ადამიანი?!“, - აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი ავრცელებს.
სასცენო ხელოვნების მოყვარულებს თანამედროვე რეჟისორის, რევაზ შატაკიშვილის სასცენო ნამუშევარი 19:00 საათზე შეუძლიათ იხილონ. ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „„კაცია ადამიანი?! “ - ნებისმიერი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. წარმოდგენაში გიორგი მაყაშვილი (ლუარსაბ თათქარიძე), ნათია ტატულაშვილი (დარეჯანი), მარი არღუთაშვილი (სუტკნეინა ხორეშანი), ზვიად მაღალაშვილი
(მოსე გრძელაძე), გიორგი ჩოჩნიძე (დავით თათქარიძე), ქეთი ლუარსაბიშვილი (ელისაბედი), დალი ნათელაშვილი (ლამაზისეული), ქიშვარდ მანველიშვილი (მოჯამაგირე), ნათია ოთინაშვილი (ბაბალე), ლევან ოზგებაშვილი (მეხრე), თორნიკე ბასიშვილი (მოახლე ბიჭი) და მზიკო ტურაშვილი (მკითხავი) მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ „კაცია ადამიანი?!“, გორის თეატრის სცენაზე გასული წლის ზაფხულში დაიდგა და აღნიშნული სპექტაკლის პრემიერით თეატრმა 174-ე შემოქმედებითი სეზონი დახურა.
კვირის ამბები