29.05.2020 12:45
საქართველოში საფეხბურთო ჩემპიონატი სავარაუდოდ 1 თვეში განახლდება
საქართველოში საფეხბურთო ჩემპიონატი დაახლოებით 1 თვეში გაგრძელდება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯრიმა მედიასთან განაცხადეს. ფეხბურთის განახლების შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ,,ფეხბურთის განახლების თემა დასაწყებია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ჯერჯერობით მაყურებლების გარეშე უნდა დავაკვირდეთ 2 კვირა ან 1 თვე. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს“ – თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ჩემპიონატის გაგრძელებიდან გარკვეულ ხანს უმაყურებლოდ რომ მოუწევთ მატჩების გამართვა, ამას ყველა გუნდი და გულშემატკივარიც შეგუებულია. მართალია, ამ ეტაპზე ჩემპიონატის გაგრძელების ზუსტი თარიღი ისევ უცნობია, თუმცა, მთავარია, რომ ფეხბურთს უთუოდ დავიწყებთ და ჩემპიონატის გაგრძელების თარიღიც სულ მალე გახდება ცნობილი.