კონფლიქტები
29.05.2020 08:18
სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი - ჯეიმს გილმორი, აშშ-ის ელჩი ეუთოში

არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გარდა ამისა, გილმორმა რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაშიც დაადანაშაულა.

,,სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, შესაბამისად, არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა. მოვუწოდებთ, შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა-გამაგრების სამუშაოები, რომლის მიზანია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ გაძლიერება და ზოგ შემთხვევაში გაფართოება. ეს ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას,  მიიტაცოს საქართველოს ტერიტორია“, – აშშ-ის ელჩმა ეუთოში.

კვირის ამბები