საზოგადოება
28.05.2020 16:29
ბობნევის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტის განხორციელება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის მაცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა ახლო მომავალში მოეხსნებათ. წყალგაყვანილობის სისტემების მოწყობა-მონტაჟის სამუშაოები აღნიშნულ სოფელში უკვე დაწყებულია და პროექტის დასრულების შემდეგ, ბობნევში მცხოვრები ოჯახები წყალს საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით, 24 საათის განმავლობაში მიიღებენ. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, სათავე რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, დაგეგმილია ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების განხორციელებაც.
ბობნევის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტის ღირებულება 237 000 ლარია.
კვირის ამბები