ამ წუთებში, უფლისციხეში, „შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები ესწრებიან. ფორუმის ფარგლებში, ასევე, გამოფენილია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც.
„შიდა ქართლში, აგროფორუმი წელს პირველად იმართება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენი რეგიონი ყოველთვის მოწინავე იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სწორედ სოფლის მეურნეობის დარგების გარძლიერების მხარდაჭერის მიზნით იმართება დღევანდელი ფართომასშტაბიანი აქტივობა. ჩვენ მხარეში, სოფლის მეურნეობის აქტუალური დარგები ძირითადად მეხილეობა და მებოსტნეობაა, მაგრამ შიდა ქართლს უდიდესი პოტენციალი აქვს მეღვინეობის კუთხითაც, რომელიც სრულად არ არის ათვისებული და იმედი გაქვს, ეს სექტორი მომავალში აუცილებლად გაძილიერდება,“ - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.