საზოგადოება
28.05.2020 11:27
ამ დღეებში უკვე ექსპორტზეც გავიტანთ ქართული წარმოების პირბადეებს - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა რამდენიმე ქვეყანამ დააფიქსირა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და ევროპის ქვეყნებმა.

„სიმართლე გითხრათ, გუშინ პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი - ყველას ეკეთა ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვდასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის, ქართული წარმოების პირბადე. ქვეყანაში, ამ დროისთვის, 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს პირბადეებს და იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ამ დღეებში უკვე ექსპორტზეც გავიტანთ. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ასევე, ევროპულ ქვეყნებსა და უკრაინაში ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული ორი თვის განმავლობაში, იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად“, - განაცხადა მინისტრმა.

კვირის ამბები