საზოგადოება
27.05.2020 16:42
შსს-ს მომსახურების სააგენტომ სრული დატვირთვით მუშაობა განაახლა
სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდება განაახლა და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. როგორც Gmnews-ს შსს -ს მომსახურების სააგენტოს გორის სერვისცენტრში განუცხადეს, მსურველებს საშუალება ექნებათ თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად ადგილი30 მაისიდან დაჯავშნონ. რაც შეეხება სხვა სერვისებს, უკვე აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი და ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება კი, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებისას,მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.
კვირის ამბები