საზოგადოება
27.05.2020 16:08
ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად გორში უფასო მონიტორინგი მიმდინარეობს

გორში, ორგანიზმში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის სკრინინგი ხორციელდება. სკრინინგი „გორმედის“ კლინიკაში და ამავე ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ხორციელდება და სრულიად უფასოა.

პროგრამაში ჩაერთვება 7 წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი, რომლის ორგანიზმშიც ტყვიის შემცველობის შემოწმებასაც პედიატრი მიზანშეწონილად მიიჩენვს. კლინიკაში ამბობენ, რომ თუ ბავშვს დაუდგინდება სისხლში ტყვიის მაღალი დონე, შემდგომ კვლევებს, მკურნალობასა და საჭირო მედიკამენტებს კლინიკა „იავნანა“ უფასოდ შესთავაზებს.

ცნობისთვის, მკურნალობა ტარდება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკასთან პარტნიორობით.

ტყვია წარმოადგენს მაღალტოქსიკურ მეტალს, რომლის ფართო გამოყენებამ საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. იგი აზიანებს ადამიანის ორგანიზმის მრავალ სისტემას, მათ შორის ნერვულ, სისხლმბად და გულსისხლძარღვთა, გასტრო-ენტერალურ და რენალურ სისტემებს, არღვევს ორგანიზმის რეპროდუქციულ ფუნქციას. კვლევებმა ცხადყო, რომ ტყვიის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.

კვირის ამბები