საზოგადოება
27.05.2020 11:41
ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა.
კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.
საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის სავალდებულოა ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.
შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე აიტვირთა და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია.
კვირის ამბები