საზოგადოება
11.10.2019 10:53
პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მაძიებლებს უფასო ტრენინგებზე რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ

განათლების სამინისტრო მოქმედ პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, შესაბამის საგნებში უფასოდ მომზადების შესაძლებლობას აძლევს.

პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით აღნიშნული ტრენინგები ნოემბრიდან დაიწყება.

მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:

• ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები;

• ბიოლოგია და ქიმია;

• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

• ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;

• დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება);

• ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკურ აღზრდა.

რეგისტაციისათვის ეწვიეთ მასწავლებლის სახლის ვებ-გვერდს: http://www.tpdc.ge 

 
კვირის ამბები