საზოგადოება
27.05.2020 10:50
მოქალაქეებზე, ვინც არ სარგებლობს კერძო დაზღვევით, ან პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა სამედიცინო მომსახურების ბარათები გაიცემა

დღეიდან, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც არ სარგებლობს კერძო დაზღვევით, ან პანდემიის პერიოდში დაკარგა სამსახური სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო. მათ შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სამედიცინო მომსახურების ბარათი, რომელიც ამბულატორიულ სერვისებზე, სტომატოლოგიასა და  მედიკამენტებზე ვრცელდება.

მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურების ბარათის მისაღებად რეგისტრაცია 30 ივნისამდე უნდა გაიარონ. როგორც ცნობილია, დარეგისტრირებული მოქალაქეები ოჯახის ექიმებთან გადანაწილდებიან და პროცესს, აპრობირებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სწორედ ოჯახის ექიმები მართავენ.

რეგისტრაციის პროცესში ჩართულია ევექსის ქსელის  32 კლინიკა, აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს 6 რეგიონში, აქედან შიდა ქართლში - ქარელში (ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30). მოქალაქეებმა რეგისტრაციისთვის კლინიკას უნდა მიმართონ, ან დარეკონ ცხელ ხაზზე 2 55 05 05, ასევე, შესაძლებელია განაცხადის შევსება ელექტრონულადაც - https://bit.ly/2Zynkvb.  

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებიც.

კვირის ამბები