საზოგადოება
27.05.2020 10:18
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა

Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 732 ერთეულია. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი 537-ს მიაღწია.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 300 პაციენტი, 12 გარდაიცვალა.

საქართველოსში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებარვალს დაფიქსირდა.

 

კვირის ამბები