საზოგადოება
26.05.2020 13:44
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში მასტაბური საზეიმო ღონისძიებების გარეშე, მოკრძალებულად აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში მასტაბური საზეიმო ღონისძიებების გარეშე, მოკრძალებულად აღინიშნა. შიდა ქართლის გუბერნატორმა, გორის მერმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, საქართველოს სახელმწიფო დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

,,დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ვუსურვებ საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას, რისაც ნამდვილად მჯერა და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ“, - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

,,დღევანდელი დღე ყველაზე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. არაერთი თაობა იბრძოდა ჩვენი სამშობლოსთვის თავისუფლების მოპოვებისა და განმტკიცებისთვის. მჯერა, რომ ერთმანეთის მხარში დგომით დავძლევთ ყველა სირთულეს და მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს, რასაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია”, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კვირის ამბები