საზოგადოება
11.10.2019 10:56
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ტანას ხეობის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად, ტანას ხეობას ესტუმრა. დიპლომატი ხეობის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნო და თხინალას ჩანჩქერი, ატენის სიონი და „შატო ატენი“ მოინახულა.

„ამერიკელ დიპლომატს ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალი გავაცანით. აღსანიშნავია, რომ რეგიონისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა და თანამეგობრობა. საუბრის ერთ-ერთი თემაც სამომავლო პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება იყო. ლაშქრობის დასასრულს სტუმარმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ტანას ხეობა მისთვის აღმოჩენა იყო და ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი შიდა ქართლში“, - ამბობს შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი.

კვირის ამბები