საზოგადოება
25.05.2020 14:28
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხვალიდან გამოიდარებს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და წვიმიანი ამინდი.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, გორში ხვალიდან, 26 მაისიდან გამოიდარებს და უახლოესი დღეების განმავლობაში მზიანი ამინდი და ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი და +22 გრადუსია მოსალოდნელი, 27 მაისს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, 28 მაისს +28 გრადუსია მოსალოდნელი, 29 მაისს კი - მზიანი ამინდი და +30 გრადუსი.

კვირის ამბები