გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია გორი-ნიქოზის საავტომობილო გზიდან მშენებარე სკოლამდე არსებული საგზაო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთლიანობაში, გზის აღნიშნული მონაკვეთი 689 მეტრს მოიცავს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა თედოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოასფალტება, ასევე, გზის მიერთებების და ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობა.
გზის რეაბილიტაციისთვის 403 136 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება სკოლას, თედოწმინდას მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სასკოლო შენობა ექნება. აღნიშნული პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება