საზოგადოება
25.05.2020 12:22
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა15 ივლისამდე გაგრძელდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, 15 ივლისამდე იკრძალება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას ტრანსპორტის შეზღუდვის მოხსნაზე, აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება შევა და შეზღუდვა მოიხსნება.
კვირის ამბები