საზოგადოება
25.05.2020 09:32
გორის მწვანე სივრცეების გასარწყავიანების სისტემის მოსაწყობად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებისთვის, გორში არსებულ მწვანე სივრცეების გასარწყავიანების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

ახალი სისტემის მეშვეობით, ახალბაღის, სტალინის მუზეუმის მიმდებარედ არსებული სკვერის, ლომჭაბუკის, თეატრის ბაღისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერების, სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მწვანე ზოლების გასარწყავიანება მოხდება.

ახალი სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც.

პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური ქსელის მოწყობის გარდა, იმ სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციაც მოხდება, რომელიც წლები წინ ქალაქს წყლით ამარაგებდა, ამჟამად კი აღარ ფუნქციონირებს.

პროექტის ღირებულება 477 627 ლარია.

 

კვირის ამბები