საზოგადოება
11.10.2019 10:34
ჯარისკაცების ანაზღაურება 1-ლი ნოემბრიდან 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება

2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი სიახლეების ფარგლებში, ჯარისკაცების ანაზღაურება 100-დან 500 ლარამდე, წოდებების მიხედვით გაიზრდება - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სახელფასო ანაზღაურების მატება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა და პროცესი მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება. „ჯარის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უკეთესი სამედიცინო დაზღვევა, გაუმჯობესებული კვება, ხარისხიანი სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი სამინისტროს პრიორიტეტებია. ჩვენი ამოცანები ჯარისკაცებზე ზრუნვასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ეფუძნება“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კვირის ამბები