საზოგადოება
24.05.2020 11:22
24-25 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი, 26 მაისიდან კი გამოიამინდებს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის სახით.

24 მაისს, დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ +13 გრადუსამდე გათბება. 14 საათიდან საღამომდე კი მოსალოდნელია წვიმა.

მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა და ნალექი შენარჩუნდება 25 მაისსაც, ჰაერის ტემპერატურა კი +12-13 გრადუსია ნავარაუდევი.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 26 მაისიდან გამოიდარებს და ერთი კვირის განმავლობაში მზიანი ამინდი და ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.

26 მაისიდან 1-ელ ივნისამდე ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება.

კვირის ამბები