სპორტი
24.05.2020 11:15
საქართველოს ნაკრებს სლოვაკი მწვრთნელი წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს

სლოვაკ სპეციალისტს ვლადიმერ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე გაუგრძელა.

ხელშეკრულებას ვადა ახლახანს ამოეწურა და სფფ–მ, როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდი ისევ სლოვაკ მწვრთნელს ანდო. იგივე რჩება მისი სამწვრთნელო შტაბიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებში.

სწორედ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა, გასულ წელს, უეფას ერთა ლიგის ,,დ" ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად პლეი ოფშია გასული. პლეი ოფის მატჩები წლეულს მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ისინი შემოდგომისთვის გადაიდო.

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდს დღემდე 40 თამაში აქვს ჩატარებული.

კვირის ამბები