საზოგადოება
23.05.2020 14:09
15 ივლისამდე კვლავ აკრძალულია 10-ზე მეტი პირის მონაწილეობით ქელეხის, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 15 ივლისამდე მოქმედ შეზღუდვებს შორის ერთ-ერთი სოციალურ ღონისძიებებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებაა.

დადგენილების მიხედვით, 15 ივლისამდე პერიოდში იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ისეთ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე ან სხვა იუბილე, ქელეხი და ა.შ.

აღნიშნული შეზღუდვის აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების აღსრულებაში მონაწილეობა ეთხოვათ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასაც.

10-ზე მეტი პირის მონაწილეობით ქელეხის, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვა აკრძალულია 23 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

კვირის ამბები