საზოგადოება
22.05.2020 15:45
ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის პოსტს ტოვებს და ავსტრიაში ელჩად ინიშნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლებს.
მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოსტს დაიკავებს.
,,გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში - ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კვირის ამბები