„ლესი“ და „პოკლენის ეფექტი“ - გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მაყურებლის ონლაინმასპინძლობას აგრძელებს
„ლესი“ და „პოკლენის ეფექტი“ - გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელში სპექტაკლების ვიდოჩანაწერების ჩვენებას, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც აგრძელებს.
შაბათს, 23 მაისს, მაყურებელთან შეხვედრის უცვლელ დროს- 19:00 საათზე, სასცენო ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ ანუკი ხიდეშელის მიერ, სპეციალურად გ. ერისთავის სახელობის თეატრის მცირე სცენისთვის დადგმული სპექტაკლი „ლესი“ იხილონ. ერთმოქმედებიანი, მრავალპერსონაჟიანი კომედია თანამედროვე რეჟისორმა რეი კუნის პიესის „სუფთა ოჯახური საკითხის“ მიხედვით დადგა და მასში თერთმეტი მსახიობი მონაწილეობს.
კვირას, 24 მაისს კი, დაინტერესებულ პირებს, მოლიერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „პოკლენის ეფექტის“ (რეჟისორი ალექსი ჯაყელი) ნახვის საშუალება ექნებათ.
გ. ერისთავის სახელობის თეატრში აცხადებენ, რომ მაყურებელთან ვირტუალურ შეხვედრებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აგრძელებენ.