საზოგადოება
22.05.2020 10:20
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება, პარალელურად გაგრძელდება სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეკომენდაციების შესრულების შემოწმებაა.

ამ მომენტისთვის შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

დადგენილი ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს, შესაბამისად, მოუწევთ თუ არა კლინიკებს მომსახურების გაძვირება, ამ საკითხს დაწესებულება თავად დაარეგულირებს.

კვირის ამბები