საზოგადოება
21.05.2020 15:22
გორში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში არსებულ მწვანე ზონებში ახალი სარწყავი სიტემების მონტაჟი მიმდინარეობს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ახალი სარწყავი სისტემა ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებს, ასევე, სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს მოემსახურება. ამავე სარწყავი სისტემით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღი, თეატრის სკვერი, ახალბაღი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შიოს წყაროსთან).

პროექტის ღირებულება 477 627 ლარია და იგი მაგისტრალური ქსელის მოწყობას და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კვირის ამბები