საზოგადოება
21.05.2020 15:19
ნაწრეტში შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  განსახორციელებელი სამუშაოები, გორის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა. კონსტანტინე თავზარაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებებს პირადად გაეცნო.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მოუწესრიგებელი შიდა გზები მძღოლებისა და ქვეითების თავისუფლად გადაადგილებას აფერხებდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი, მათ აღნიშნულო პრობლემა აღარ შეაწუხებთ.

გზის კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად, დასასრულს უახლოვდება ნაწრეტში არსებული სანიაღვრე ქსელის მოწყობაც. სამუშაოებს კი, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ ასრულებს.

1 118 მეტრის ასფალტირებისა და სანაიაღვრე ქსელების მოწყობისთვის, თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ჯამში, 775 317 ლარი დაიხარჯება.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე განახლდა და ახლო მომავალში მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურას კიდევ რამდენიმე დასრულებული პროექტი შეემატება.

კვირის ამბები