ტინისხიდში მცხოვრები 600-მდე ოჯახი სასმელ წყალს მალე ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს. სასმელი წყლის ახალი სისტემების მონტაჟი სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
„გორის მუნიციპალიტეტში ინფრანტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვითაც წყალსადენის ახალი ქსელი ტინისხიდის ყველა უბანს მოიცავს, თითოეულ ოჯახში დამონტაჟდება წყლის მრიცხველი. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელში სასმელი წყალი ათეული წლების მანძილზე პრობლემად რჩებოდა. დღემდე, ადგილობრივების უმრავლესობა წყალს გორიდან ეზიდებოდა. სამუშოების დასრულების შემდეგ კი, მათ სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ტინისხიდიში სასმელი წყლის სისტემების მოწყობის პროექტის ღირებულება 740 ათასი ლარია, სამუშაოები კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.