საზოგადოება
21.05.2020 11:38
გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელს მთის სტატუსი მიენიჭა, რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები
მეხუთე წელია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. ქვეყნის მთავრობამ, წახალისების მიზნით პრიორიტეტი მიანიჭა იმ მეწარმე-სუბიექტებსაც, რომლებიც მთაში ეკონომიკურ საქმიანობას წამოიწყებენ.
ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 250,000-მდე მოქალაქე, რომლებიც აღნიშნული სტატუსის შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობენ.
GMnews-ი გთავაზობთ ინფორმაციას კონკრეტულად რა შეღავათებით სარგებლობენ/ისარგებლებენ ადგილობრივები, რომელებიც მთის სტატუსის ზონის დასახლებებში ცხოვრობენ.
კანონის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას: 20 % -იანი დანამატი სახელმწიფო პენსიაზე; ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება და ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან 15 აპრილის ჩათვლით) დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად;
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ახალდაბადებულ ბავშვებზე ერთი წლის განმავლობაში დაწესებულია ყოველთვიური ფინანსური დახმარება - პირველ და მეორე შვილზე 100 ლარის, ხოლო მესამე და მომდევნო ბავშვზე 200 ლარის ოდენობით; 35 დან 50 %- მდე დანამატები გაიცემა საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის კი, დაწესებულია სახელფასო დანამატი ექიმისთვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით და ექთნისთვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
მნიშვნელოვანი საგადასაღადო შეღავათ სარგებლობენ მეწარმეებიც.
გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ, ასევე, დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიაც, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებასა და იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
კვირის ამბები