რეგიონი
20.05.2020 16:38
საქსტატის ცნობით, საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობით შიდა ქართლი ლიდერობს

2020 წლის I კვარტალში საქართველოში 64 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, აქედან უმრავლესობა შიდა ქართლის (51.5 %) რეგიონშია განთავსებული, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, სამაცივრე მეურნეობები ასევე მოქმედებს თბილისსა (14.1 %) და შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი (10.9 %) სამეგრელო-ზემო სვანეთი (10.9 %), მცხეთა-მთიანეთი (4.7 %), იმერეთი (4.7 %), კახეთი (1.6 %) და გურია (1.6 %).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება 329 მომხმარებელს გაეწია, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 821 კაცით განისაზღვრა.

კვირის ამბები