საზოგადოება
20.05.2020 14:12
პირები, რომლებმაც პანდემიის დროს ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო, შვებულებაში ყოფნისას სამსახური დაკარგეს კომპენსაციას მიიღებენ
პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. აღნიშნული დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი აწერს, კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით და მოქალაქეების გარგვეული კატეგორია პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაშიისარგებლებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, დაქირავებული პირს, 2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ერთ თვეში მაინც უნდა უფიქსირდებოდეს ანაზღურების ჩარიცხვა. შესაბამის დოკუმენტში, ასევე, ასახული უნდა იყოს, რომ მას 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს. აღნიშნული ინფორმაცია კი, უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ.
კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
„დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და მისი მოქმედება 2020 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.
კვირის ამბები