საზოგადოება
20.05.2020 12:01
23 მაისიდან ავტომობილების ტექდათვალიერება ისევ სავალდებულო ხდება

საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, ავტომობილების მფლობელები ვალდებულნი არიან, კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარონ. როგორც ცნობილია, ვადები არ იცვლება, ანუ მფლობელებს მანქანის ტექდათვალიერება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღამდე მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში - 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ტექინსპექტირების პროცესი შეჩერდა, თუმცა, 23 მაისიდან ტექინსპექტირების გავლა მათთვისაც სავალდებულო ხდება, ვისაც გასული ორი თვის განმავლობაში ავტომობილის ტექდათვალიერება უწევდა და მათ 2 თვის ვადა მიეცემათ ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭე აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი); დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
კვირის ამბები