ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება დღეიდან იწყება. შიდა ქართლიდან 40 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს დახმარებით
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება დღეიდან იწყება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
GMnews-ის ინფორმაციით, ანტიკრიზული გეგმით გათვალიწინებული დახმარებით შიდა ქართლიდან 40 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.
„20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთის ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ასევე ეტაპობრივად მოხდება ლიბერთი ბანკის მიერ აგრობარათების დარიგება. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამის პოტენციური ბენეფიციარების სიმრავლიდან გამომდინარე, მასობრივი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, ბანკს მხოლოდ პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის ვებ-პორტალზე myliberty.ge. გადამოწმების შემდეგ