შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის მომსახურების სააგენტოს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სივრცე ემატება.
მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთით, ფერდობზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ამჟამად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მსურველებს გამოცდის ჩაბარება ახალ სივრცეში მოუწევთ.
საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თებერვალში განიხილა. აღნიშნული კანონი მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს.
ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ისევ დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში – წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე მოძრაობას ითვალისწინებს.
(იხილეთ ფოტოგალერეა)