საზოგადოება
19.05.2020 14:29
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩეს, რაც მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას საჭიროებს. აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე იმსჯელეს,
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, კონკრეტულ ლოკაციებზე დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა საკარანტინო ზონად გამოცხადება, გადაადგილების და სხვა ტიპის აკრძალვები.
შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
კვირის ამბები