65 წლის ასაკში, გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნანა აბრამიძე გარდაიცვალა. ღვაწლმოსილი გორელი 30 წელზე მეტია საბიბლიოთეკო საქმიანობას ეწევა და მის სახელს არაერთი კულტურული და შემოქმედებითი პროექტის განხორციელება უკავშირდება.
„კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი დააკლდა ჩვენს ქალაქს, ქალბატონი ნანა აბრამიძე, გორის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. სტუდენტობიდან მოყოლებული ჩემთვის ბიბლიოთეკა მეორე ოჯახი იყო... სწორედ იქ ტარდებოდა ჩემი და ჩემი თაობის ახალგაზრდების პირველი ლიტერატურული საღამოები. მას შემდეგ ჩვენი გზები არ გაყრილა, ქართველი მწერლების ნავსაყუდელი იყო ყოველთვის გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნანას ძალისხმევით და დამსახურებით. შიდა ქართლის მწერალთა კავშირის სახელით ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ ბიბლიოთეკის თითოეულ თანამშრომელს და მთლიანად გორს. ქალბატონი ნანა ყველას დაგვაკლდა, ყველას ტკივილია, ვინც მას ვიცნობდით.უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს“, - წერს სოციალურ ქსელში შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ახლოური.
ნანა აბრამიძე 1955 წლის 15 ოქტომბერს, გორში დაიბადა. დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დღემდე, გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად მუშაობდა.