ალბათ, შეგინიშნავთ, რომ არაერთი ადამიანი სისტემატურად ერთი ფერის სამოსს იყენებს - წითელს, თეთრს, შავს ან სხვა ფერს. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ადამიანი ინტუიციურად ირჩევს ისეთის ფერის ტანსაცმელს, როგორი ენერგეტიკაც თავად გააჩნია. მოძებნეთ თქვენი საყვარელი ფერი.
წითელი
მას ვნებიანი და ემოციური ადამიანები ირჩევენ. ისინი წვრილმანზეც ადვილად ღიზიანდებიან. უყვართ ფუფუნების საგნები, კომფორტული ცხოვრება და ირგვლივმყოფთა ყურადღება. კარგი ნებისყოფა აქვთ, შეუძლიათ მოთმენაც და ბევრ რამეზე წამსვლელები არიან მიზნის მისაღწევად.
თეთრი
თეთრი ფერის მოყვარული ადამიანისთვის სთვის რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, მას სახელის გასვრის ეშინია. ყოველთვის ცდილობს, საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. ხშირად, ადამიანებთან თავი ცივად და განყენებულად უჭირავს. თეთრი სამოსის მოყვარულები ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ, ყოველთვის გამოირჩევიან ელეგანტურობით და მუდმივად დამოუკიდებლობას მიელტვიან.
შავი
ბევრი შავს იდუმალ ფერად აღიქვამს, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ამ ფერს ადამიანები თავიანთი სისუსტის დასაფარავად იყენებენ. ამგვარ ადამიანებს ვითარების დრამატიზება სჩვევიათ და დეპრესიისკენ აქვთ მიდრეკილება.
მწვანე
მწვანე ფერის მოყვარულები ღია და კეთილი ადამიანები არიან. ვისაც არ უნდა გაუჭირდეს, პირველივე დაძახილზე საშველად მიდიან, სწორედ ამიტომ მათ ნდობას ხშირად ბოროტად იყენებენ. მათმწვანე ფერის სამოსის მოყვარულებს არ სჯერათ ღალატის და ადამიანებს აიდეალებენ, მარტივად ენდობიან, ყველა ვითარებაში დადებით მომენტებს ეძებენ.
ლურჯი
ლურჯი სამოსის მოყვარულები მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები არიან. არ უყვართ აჩქარება და გაწონასწორებულ მოქმედებას ამჯობინებენ. მათი კარგი საქმიანი ჩვევები და უნარები განაპირობებს იმ ფაქტს, რომ წარმატებულ კარიერას იქმნიან. არიან კარგი დიპლომატები, მოლაპარაკებებზე თავს კარგი კუთხით აჩვენებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, სიახლეები დიდად არ უყვართ.
იასამნისფერი
იასამნისფერის მოყვარულები თავისუფალი ადამიანები არიან, უყვართ მოქმედების თავისუფლებაც და ვერ იტანენ, როცა ჩარჩოებში აქცევენ. უყვართ თავგადასავლებით, ეს კი ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ აძლევთ და მუდმივად ეძებენ სადმე წასასვლელს.
ვარდისფერი
ვარდისფერი ტანსაცმლის მოყვარული მეოცნებე და რომანტიკულია. ხშირად თავის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და ყველანაირად გაურბის რეალობას. მათ ღია და სპეტაკი ურთიერთობები სურთ და ვერ ეგუებიან ფარულ ფლირტს, საიდუმლო ვნებას ან ფარულ სასიყვარულო კავშირებს, უნდათ, ყველაფერს ოფიციალური სახე ჰქონდეს და ამის შესახებ ყველამ იცოდეს.
ყვითელი
ყვითელი ფერის მოყვარულები ვერ იტანენ უსამართლობას, ძალადობას და სისასტიკეს. ,,ყვითლებისგან“ დადებითი ენერგია ჭარბად მოჩქეფს, რაც ძალზე პოზიტიურად მოქმედებს ირგვლიმყოფებზე. მტრები ნაკლებად ჰყავთ და ნებისმიერ საზოგადოებაში მარტივად ექცევიან ყურადღების ცენტრში.