საზოგადოება
19.05.2020 11:34
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა

Covid 19-ით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში და საერთო ჯამში, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 702 გახდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დამატებით, 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 456 გახდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3787 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 337 პაციენტი, 12 გარდაიცვალა.

კვირის ამბები