სამართალი
19.05.2020 10:24
გორში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, 3 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტში, 1953 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცმა მეუღლეს - 68 წლის ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვირის ამბები