საზოგადოება
18.05.2020 15:37
რესტორანში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ - როდის და რა წესების დაცვით განაახლებს ფუნქციონირებას რესტორნები
რესტორნებს მუშაობისთვის რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მოთხოვნებს შორისაა მოქალაქეებისთვის ტემპერატურის შემოწმება, დეზინფექცია და დისტანციის დაცვა.
„რესტორნებთან დაკავშირებით მოთხოვნილი არის კლიენტების ტემპერატურული სკრინინგი, სადეზინფექციო სამუშოების ჩატარება მომსახურების მიღებამდე, მაგიდების შესაბამისი დისტანციით განლაგება და ასე შემდეგ. აქტიურად მიდის მუშაობა, რათა ეს გაიდლაინი იყოს ადეკვატური, როგორც ჯანდაცვის კუთხით, ასევე, ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. რასაკვირველია, არის ლაპარაკი გარკვეულ შეზღუდვებზე, სიმჭიდროვის შემცირებაზე, რაც
შემცირებულ სამუშაო არეალსა და ნაკლები შემოსავლის მიღებას გულისხმობს, თუმცა, მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა გათვლილი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. ფერაძეს არ დაუკონკრეტებია თარიღი, როდისთვის იგეგმება რესტორნების ამუშავება.
კვირის ამბები