საზოგადოება
18.05.2020 15:34
შიდა ქართლიდან გაგზავნილ ყველა საეჭვო ნიმუშზე პასუხები კვლავ უარყოფითია

ცხელების ცენტრებში მოთავსებულ პირებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებთან მუდმივი მონიტორინგი კვლავ გრძელდება. ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ლუგარის ცენტრში 17 ნიმუში გაიგზავნა. 17-ვე საეჭვო შემთხვევაზე პასუხი უარყოფითია, არცერთ მათგანს კოვიდინფიცირება არ დაუდასტურდა.  

საერთო ჯამში, საქართველოში 701 ინფიცირებულია, რომელთაგან 432 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, შიდა ქართლში ინფიცირების 10 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კვირის ამბები