საზოგადოება
18.05.2020 14:57
გორის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული პირებიდან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

გორის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული პირებიდან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკა დღეს დილით დატოვა covid 19-ით ინფიცირებულმა არასრულწლოვანმა. მას მკურნალობა თითქმის სამი კვირის განმავლობაში უტარდებოდა. 30 აპრილის შემდეგ, პაციენტი მკურნალობის კურსს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიოდა.

ექიმების განცხადებით, სტაბილურია მეორე არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, სავარაუდოდ, კლინიკას აღნიშნული პაციენტიც უმოკლეს დროში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ორივე ბავშვი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფიცირებული მედდის ოჯახის წევრია.

კვირის ამბები