უფლისციხეში, ხვალ, 11 ოქტომბერს, 10:30 სთ-ზე, „შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი“ გაიხსნება. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები დაესწრებიან.
რეგიონში არსებული აგროწარმოების პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად, ფორუმზე სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტები მეხილეობის და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობების განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის შესახებ პრეზენტაციებს წარმოადგენენ.
ფორუმის ფარგლებში, ასევე გაიმართება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენაც.
„შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გახსნიან.