საზოგადოება
18.05.2020 11:08
როდის განაახლებს ფუნქციონირებას გორის აგრარული ბაზრის დახურული სივრცე და როგორ გამოიყურება გეორგია XXI

ფუნქციონირების განახლების უფლების მისაღებად, გორის აგრარულ ბაზრებში მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ღია სივრცეებშია დაშვებული ვაჭრობის უფლება.

რაც შეეხება გეორგია XXI-ს, დახურული დარბაზი, სადაც ყველის და ხორცის რეალიზაცია ხდებოდა, კვლავ დაკეტილია. ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით, მთელი რიგი სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ აგრარული ბაზრის დახურული სივრცე დადგენილ სტანდარტებს დაექვემდებაროს და ფუნქციონირების საშუალება კვლავ მიეცეს.

სხვა რეკომენდაციების შესრულების გარდა, გათვალისწინებულია ხორცპროდუქტებით მოვაჭრე თითოეულ დახლ-მაცივართან ინდივიდუალური სველი წერტილის მოწყობა.

შიდა ქართლის 5 აგრარული ბაზრიდან ამ ეტაპზე მხოლოდ სამს - გორსა და ხაშურში არსებულ აგრარულ ბაზრებს მიეცა მუშაობის განახლების უფლება. როდის ამოქმედდება კასპის და ქარელის ბაზრები, ჯერჯერობით უცნობია.
ნახეთ ფოტოგალერეა, როგორ გამოიყურება ბაზრის ტერიტორია ამჟამად.





კვირის ამბები