საზოგადოება
18.05.2020 10:43
3-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა, ტრანსპორტით 3-ზე მეტი პირის გადაადგილებაზე აკრძალვა კი კვლავ ძალაში რჩება

საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შერბილების ღონისძიებების ფარგლებში, დღეიდან მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.

რაც შეეხება ტრანსპორტით გადაადგილებას, აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება. შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება აკრძალულია.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად ხდება.

კვირის ამბები