საზოგადოება
17.05.2020 19:54
ხვალიდან, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები იხსნება

ხვალიდან, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები იხსნება.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ობიექტების ფუნქციონირების განახლება დაგეგმილი არ იყო, თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეული ეტაპების დაჩქარების საშუალებას იძლევა და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭომ  სილამაზის სალონების და ესთეტიური ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებში დაცული უნდა იყოს ის სავალდებულო რეკომენდაციები, რომელთა  გარეშეც  ეს ობიექტები მუშაობას ვერ შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციების მიხედვით, ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, სალონებს სპეციალური წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა.

  • სალონის შესასვლელში განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი;
  • სილამაზის სალონში ან ეთეტიკის ცენტრში ვიზიტი უნდა განხორციელდეს წინასწარ ჩაწერის საფუძველზე;
  • თუ დაწესებულებაში 20-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, უნდა განახორციელოს ტემპერატურული სკრინინგი;
  • რეგისტრატურაში უნდა დამონტაჟდეს გამჭირვალე დამცავი ბარიერი/სახის დამცავი ფარები;
  • იმ შემთხვევაში, თუ სალონში ვერ ხერხდება მომხმარებელთა შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, დამცავი გამჭვირვალე ბარიერი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებელთა გასამიჯნადაც.

GMnews-ი გორის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონს - Beauty Art-ს ესტუმრა იმის გასარკვევად, რამდენად მზად არის სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი სავალდებულო რეკომენდაციების პირობებში ფუნქციონირებისთვის.

,,საკმაოდ რთულია, როცა ობიექტი ამგვარი ვადით წყვეტს ფუნქციონირებას, თუმცა, შექმნილი ვითარების და საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების პირობებში, ბუნებრივია, დავემორჩილეთ წესებს და ველოდებოდით გამკაცრებული პირობების და შეზღუდვების მოხსნას. ,,ბიუთი არტი“ უკვე მზადაა იმისთვის, რომ ხვალ დილიდან, დადგენილი წესების და სავალდებულო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლოს მუშაობა. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დღეს იმყოფებოდნენ ჩვენს ობიექტზე და გადაამოწმეს, რამდენად არის დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელთა გარეშე ფუნქციონირება ნებადართული არ არის. მოკლედ, წარმატებები გვისურვეს და ჩვენც ხვალიდან უკვე ველით სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის მომხმარებლებს, ბუნებრივია - წინასწარი ჩაწერით“, - განაცხადა GMnews-თან ,,ბიუთი არტის“ მმართველმა მენეჯერმა თეო ლაფაჩმა.a

კვირის ამბები