საზოგადოება
17.05.2020 10:53
ბოლო ორი დღის განმავლობაში, შიდა ქართლიდან გაგზავნილ 118 ნიმუშზე ყველა პასუხი უარყოფითა

15-16 მაისს, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში, ცხელების ცენტრებში მოთავსებულ პირებსა და რისკჯგუფში მყოფ პაციენეტებთან ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე ლაბორატორიაში 118 ნიმუში გაიგზავნა. Covid 19-ზე საეჭვო არცერთი შემთხვევა არ დადასტურდა, ყველა პასუხი უარყოფითია.

ამჟამად, საქართველოში, კორონავირუსული ინფექციის 695 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 425 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 12 ინფიცირებული.

 

კვირის ამბები