საზოგადოება
16.05.2020 11:04
5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 677-ს მიაღწია

Covid 19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 677 გახდა. 

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 419 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 393 პაციენტი, 12 გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ინფიცირებულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია. გარდაცვლილია 1 ადამიანი.

კვირის ამბები