საზოგადოება
15.05.2020 16:30
ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე პროექტის ღირებულება ჯამში 1 236 421 ლარია. მიმდინარე სამუშაოების გორის მერმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სოფლის მოსახლეობას რამდენიმე ათეული წელია აწუხებს წყლის და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემები.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მონტაჟდება ჭაბურღილი, შიდა გამანაწილებელი ქსელი, სადაწნეო კოშკი და ინდივიდუალური წყლის მრიცხველები. აშნიშნული პროექტის ღირებულება 452 200 ლარია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სოფლის მოსახლეობა წყალს  7 კილომეტრიდან ეზიდება.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია, სამუშაოებისთვის  კი 784 221 ლარია გათვალისწინებული.

გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებს თუ ქვეითებს.

კვირის ამბები