საზოგადოება
15.05.2020 13:04
გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში ინფრანტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე განახლდა და ახლო მომავალში მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურას რამდენიმე დასრულებული პროექტი შეემატება.
„ამ დროისთვის აქტიურ ფაზაშია სოფელ ახალდაბაში ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 334 ათასი ლარია. პროექტი ითვალისწინებს სოფლის შიდა საუბნო გზებზე ასფალტის საფარისა და მიერთებების მოწყობას, ასევე, გზების შემაერთებელი მოედნის ასფალტირებას, რკინა-ბეტონის 87 მეტრიანი ღია სანიაღვრე არხისა და 6 მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობას.პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი დასრულება ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ახალდაბის შიდა გზებზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. გზის მოწესრიგება და სანიაღვრე არხის მოწყობა ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს“ - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დასრულდა ვარიანი - არაშენდის გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზასთან ერთად მოასფალტდა ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.
კვირის ამბები